იზიუმში, რომელიც განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, „ვითარება აპოკალიფსურს უახლოვდება", -ამის შესახებ მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა.
„[ქალაქის] ცენტრალური ნაწილი, მაღლივი კორპუსები 90% არის დანგრეული. საცხოვრებელი სექტორი, კერძო, ერთსართულიანი, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ რეალური ვითარების დასადგენად ჯერ კიდევ უნდა ჩატარდეს კვლევითი სამუშაოები. ხალხი დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ ცხოვრობს, იქ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დანგრეულია“, - განაცხადა მაცოკინმა.
ქალაქში დენი არ არის, წყალმომარაგება და კანალიზაცია არ მუშაობს. გაზი ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება.
მაცოკინი თვლის, რომ ზამთრამდე ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაციას გარდაუვალია. ქალაქში 17 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, აქედან 1500 ბავშვია.